Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

პირველი ბროლის თასი

$
0
0
file (1)

1976 წლის 3 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა დინამო თბილისის ტიტულოვან ისტორიაში. ჩვენმა გუნდმა პირველად მოიპოვა სსრკ– ს თასი. აღსანიშნავია, რომ თბილისელები მანამდე ხუთჯერ იყვნენ გასული ბროლის თასის გათამაშების ფინალში და ხუთივეჯერ ხელი მოეცარათ. ფინალამდე მტკვრისპირელებმა ზაპოროჟიეს მეტალურგი პენალტების სერიაში ანგარიშით 5:4 დაამარცხეს, მერვედფინალში ლენინგრადის ზენიტს სამი უპასუხო გოლით მოუგეს, შემდეგ ლვოვის კარპატი დაამარცხეს ანგარიშით 2:1, ხოლო ნახევარფინალში დონეცკის შახტიორს 2:0 აჯობეს. ფინალში, რომელიც მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე გაიმართა და მატჩს 45000 გულშემატკივარი ესწრებოდა, ჩვენი გუნდის მეტოქე წინა გათამაშების გამარჯვებული და თბილისელთა პრინციპული მოწინააღმდეგე– ერევნის არარატი გახლდათ. დინამომ მეტად საინტერესო შეხვედრაში დიდი ანგარიშით 3:0 იმარჯვა. გოლები 27– ე წუთზე დავით ყიფიანმა, 64– ე წუთზე ფირუზ კანთელაძემ (პენალტით) და 68– ე წუთზე რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სათასო ასპარეზობის საუკეთესო ბომბარდირი ხუთი გატანილი გოლით– დავით ყიფიანი გახდა.

დინამო: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, ჩივაძე, მ. მაჩაიძე (კ),ჩელებაძე, გუცაევი, ყიფიანი (წერეთელი 75), კოპალეიშვილი

მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი

არარატი: ოვსეპიანი, გევორქიანი, სარქისიანი (კ), მირზოიანი, მესროპიანი, ს. პეტროსიანი,ფარსადანიანი, ოგანესიანი (აზარიანი 89), ქეროპიანი, ნ. პეტროსიანი, ხალაიჯიანი (კაზარიანი 46)

მთავარი მწვრთნელი ედუარდ მარქაროვი

მთავარი მსაჯი პ. კაზაკოვი (მოსკოვი)

FCDinamo.Ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles