Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

გურამ ადამაძე „დილაში“ ითამაშებს

$
0
0
3ab92df8f88452df395f124ca0a3a88d

მოახლოვებული ეროვნული ჩემპიონატისთვის „დილას“ მორიგი ფეხბურთელი შეემატა. ამიერიდან ამპულით ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე „დილას“ შემადგენლობაში იასპარეზებს. 25 წლის ფეხბურთელი შვიდი წლის განმავლობაში „ვიტ ჯორჯიას“ ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ქუთაისის„ტორპედოში“ ასპარეზობდა.

ასევე „დილაში“ განაახლა ვარჯიში ლეონარდო რამოსმაც, რომელიც 2012/13 წლების სეზონზე ჩვენს გუნდში ასპარეზობდა და ამ წელს მან ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავებით, ვერცხლის მედლების მოპოვებაში დაეხმარა თავის გუნდს. ბოლოს რამოსი რუსეთის პირველი დივიზიონის ხაბაროვსკის „სკა-ენერგიაში“ გამოდიოდა. იგი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის და იმედია გუნდს მალე შეუერთდება.

შეგახსენებთ რომ, XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გორელები შინ ცხინვალის „სპარტაკის“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 17:30 წუთზე დაიწყება.

 

„დილას“ პრესსამსახური


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles