
ბაქოს “ნეფთჩისთან” განმეორებითი მატჩის წინ “ჩიხურას” მცველმა შოთა კაშიამ azerisport.com-ის კითხვებს უპასუხა.
- პირველ შეხვედრაზე რას იტყოდით?
- ჩვენი მიზანი საკუთარი კარის მშრალად შენახვა იყო, რაც გამოგვივიდა კიდეც.
- ანუ მეტოქეს შიშით შეხვდით და მთელი მატჩის გატარება დაცვაში გადაწყვიტეთ?
- არა. ვთვლი, რომ ნორმალურად ვითამაშეთ. განმეორებით მატჩი ვეცდებით, რომ უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.
- “ნეფთჩისგან” ასეთ თამაშს ელოდით?
- შეკრებაზე “ნეფთჩის” ორჯერ შევხვდით. პირველ მატჩში 3:2 მოვიგეთ, ხოლო მეორე შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ჩვენი მწვრთნელი მოწინააღმდეგეს კარგად იცნობს. მან დავალება მოგვცა, ჩვენ კი ის შევასრულეთ.
- არ თვლით რომ “ჩიხურას” გაუმართლა?
- გოლის გატანის საშუალება ჩვენც გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქესაც გაუმართლა.
- თბილისური მატჩისგან რას ელით?
- ვიცი, რომ “ნეფთჩი” მეორე შეხვედრაშიც კარგად იასპარეზებს. თუმცა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.
- “ნეფთჩის” მოთამაშეები ამბობენ, რომ ისინი თბილისში დადებითი შედეგისთვის ჩადიან.
- გამარჯვება ჩვენ უფრო გვინდა.
- ასე რატომ თვლით?
- საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ. ბაქოში სტადიონზე საკმაოდ კარგი ატმოსფერო იყო, თუმცა თბილისში გაცილებით უკეთესი იქნება.
- “ნეფთჩის” “ბურსასპორის” ბედი ელის?
- დიახ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა “ნეფთჩი” “ბურსასპორივით” დავამარცხოთ.