
აზერბაიჯანული პრესის ცნობით “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა “ნეფთჩისთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თარჯიმანი მოითხოვა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა.
თავის მხრივ აზერბაიჯანული კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ “ჩიხურას” მატჩამდე თარჯიმანი არ მოუთხოვია.
შეგახენებთ, “ჩიხურა” და “ნეფთჩი” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ერთმანეთს ხვალ, ბაქოში, თბილისის დროით 19:00 საათზე შეხვდებიან.