Image may be NSFW.
Clik here to view.
Clik here to view.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ხელმღვანელობამ ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირება გადაწყვიტა.
ფეხბურთელებს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხების ნაცვლად, ახალ პირობებს სთავაზობენ. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელების ანაზღაურება 2500 ლარს შეადგენს, რაც მოქმედ კონტრაქტებთან შედარებით საკმაოდ მცირე თანხაა.
დღეს გამართული კლუბის კრების შემდეგ ფეხბურთელთა უმეტესობა გუნდიდან წასვლას გეგმავს.
კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მოთამაშეთა დიდი ნაწილი კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებს.