
ფეხბურთელები გორში განაგრძობენ მოახლოვებული ჩემპიონატისთვის მზადებას. ყველა მოთამაშე მწყობრშია და სრულფასოვნად ვარჯიშობს.
25 ივლისს „დილა“ ქართლის სტადიონზე მორიგ ამხანაგურ მატჩს ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 18:30 წუთზე დაიწყება.
„დილას“ პრესსამსახური