
დღეს, ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის “დინამო” ყაზახური “აქტობეს” ბარიერის გადალახვას შესძლებს, შემდეგ ეტაპზე ურთერთობას “სტრიომდსეტი” – “სტიაუას” წყვილის (პირველი მატჩი 0:1) გამაჯრვებულთან გაარკვევს. მესამე ეტაპის პირველი შეხვედრები 29/30 ივლისს შედგება, ხოლო განმეორებითი მატჩები – 5/6 აგვისტოს.
შეგახსენებთ, რომ “დინამოსა” და “აქტობეს” პირველი მატჩი თბილისში ყაზახების მინიმალური გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა აქტობეში 23 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.