Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

მარგველებს ოთარ ხიზანეიშვილი შეუერთდა

$
0
0
DSC09561

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა. 32 წლის გამოცდილი მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 1,5 (0,5+1 სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: ოთარ ხიზანეიშვილი - მცველი; დაბადებულია - 26.09.1981; სიმაღლე - 187 სმ, წონა - 89 კგ.

 

კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”დინამო” (თბილისი) - 1998-2000; ”სპარტკი”(მოსკოვი, რუსეთი) - 2000-2001; ”როსტსელმაში”(როსტოვი, რუსეთი) - 2001; ”დინამო” (თბილისი) - 2002-2004; ”დინამო” (მოსკოვი, რუსეთი) - 2004; ”ფრაიბურგი”(ფრაიბურგი, გერმანია) - 2005-2008; ”აუგსბურგი”(აუგსბურგი, გერმანია) - 2008-2010; ”ანჟი” (მახაჩკალა, რუსეთი) - 2010; ”ვოსტოკი” (ოსკემენი, ყაზახეთი) - 2011; ”დინამო” (თბილისი) - 2012-2013; ”დილა” (გორი) - 2013-2014.

 

ზესტაფონელთა ახალწვეულს საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, ხოლო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მას20 მატჩი აქვს ჩატარებული. 2000 წელს, მოსკოვის “სპარტაკში” ასპარეზობისას, ოთარ ხიზანეიშვილი რუსეთის ჩემპიონი გახდა, შემდეგ , ჯერ “ფრაიბურგისა“, მერე კი “აუგსბურგის” შემადგენლობაში, წარმატებით ასპარეზობდა მეორე ბუნდესლიგაში.

 

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მარგველთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 33-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles