
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის “კოლხეთი” გაძლიერებას აგრძელებს. კოლხებმა სინჯებზე მყოფ ნიგერიელ ჩარლზ ნევუჩეს კონტრაქტი გაუფორმეს.
შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანია შემდგომი 6 თვით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ნევუჩე 29 წლის არის და “ტირასპოლამდე” რომლის ღირსებას ბოლოს იცავდა, სამი სეზონის განმავლობაში უკრაინული “ჰოვერლაში” თამაშობდა.