Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ჩისკომ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

$
0
0

"დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ფოტო

საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურში “ზუგდიდსა” და თბილისის “დინამოს” შორის ინციდენტთან დაკავშირებით ჩისკო მუნიოსმა განცხადება გააკეთა.

“ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელმაც საფეხბურთო საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, მინდა განვმარტო.

მთელი მატჩის მანძილზე ჩემს მიმართ, მეტოქე გუნდის მცველების მხრიდან სხვა და სხვა ფორმით ხორციელდებოდა მიზანმიმართული პროვოცირება. მორიგი უხეშობის შემდეგ, შეჯახებისას, ეპიზოდში, როდესაც მეურვის გზიდან ჩამოცილებას ვცდილობდი, მოხდა ინციდენტი, რომელიც არსებულ ვიდეოკადრებში ბევრად უფრო არასასიამოვნო სანახავია ვიდრე რეალურად იყო. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეპიზოდში არანაირი მიზანმიმართული განზრახვა არ მქონია. მიუხედავად ამისა, ვწუხვარ მომხდარის გამო”, – ნათქვამია ესპანელის ფეხბურთელის განცხადებაში, რომელიც “დინამოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი აღნიშნულ ინციდენტს ორშაბათს განიხილავს.

ბექა დოგრაშვილი

 

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles