Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

ლურჯ-თეთრების სპარინგი

$
0
0

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოს ორი შემადგენლობის ურთიერთ მატჩი შედგა. შეხვედრა, რომელშიც მალხაზ ჟვანიამ გუნდები პირობითად ლურჯებად და თეთრებად დაჰყო, ორ 35-35 წუთიან ტაიმებად წარიმართა. მატჩი ლურჯებმა 3:1 მოიგეს. დუბლი შეასრულა დარკო გლიშიჩმა, ერთი ბურთი გაიტანა დორინ გოგამ. თეთრებიდან კი კაპიტანმა, დავით კვირკველიამ.

დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

პირველი ტაიმი

თეთრები: დაუშვილი, იანსე, ხიდეშელი, გველესიანი, კვირკველია, ცინცაძე, ძარია, პაპუნაშვილი, მერებაშვილი, ჩისკო, ვუო

ლურჯები: ტყეშელაშვილი, მარაქველიძე, თევზაძე, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი, გორგიაშვილი, პაპავა, ჯანელიძე, გლიშიჩი, მესხი, გოგა

მეორე ტაიმი

თეთრები: ტყეშელაშვილი, იანსე, ხიდეშელი, გველესიანი, კვირკველია, პაპავა, გორგიაშვილი, ჯანელიძე, გოგა, მერებაშვილი, ჩისკო

ლურჯები: შოვნაძე, მარაქველიძე, თევზაძე, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი, ცინცაძე, ძარია, პაპუნაშვილი, გლიშიჩი, დიასამიძე, ვუო

შეხვედრაში ტრავმების გამო მონაწილეობა არ მიუღიათ გიორგი ლორიას  და ირაკლი მოდებაძეს.  ოთარ მარცვალაძემ კი ინდივიდუალურად ივარჯიშა.

fcdinamo.ge


იენს იანსე –დინამოსთვის ასი პროცენტით დავიხარჯები

$
0
0

დინამო თბილისმა ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი, 27 წლის- იენს იანსე დაიმატა. ფეხბურთელმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი ჰოლანდიის ერედივიზიონში გაატარა. ხუთი სეზონი ვილემ II- ში იასპარეზა (103 მატჩი), ხოლო სამი სეზონი ბრედას ღირსებას იცავდა (58 მ). ბოლოს იენსი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კორდობაში გამოდიოდა (11 მ.)

დინამოს ოფიციალური გვერდი იანსეს კომენტარს გთავაზობთ.

იენს იანსე: ამ თვის დასაწყისში გავიგე დინამოს ინტერესის შესახებ. დამიკავშირდნენ სპორტული მენეჯერი და მთავარი მწვრთნელი. მოხარული დავრჩი ასეთი სახელოვანი კლუბის ინტერესის სფეროში მოხვედრით. მინდა ავღნიშნო, რომ სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, თუმცა აქაურმა პირობებმა და მიზნებმა მომხიბლა. დინამოს დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს და ევროპაში ცნობილი კლუბია. თავად მოსამზადებელი ბაზა საუკეთესოა და აქ ყველა პირობაა ნაყოფიერი მზადებისთვის. ამპლუით მარჯვენა მცველი ვარ, თუმცა მარცხენა ფლანგზეც შემიძლია ასპარეზობა. მიზნები კი, რა თქმა უნდა ჩემპიონობა და ევროთასებზე წარმატებულად გამოსვლაა. დინამოს გულშემატკივარს კი ვპირდები, რომ გუნდისთვის ასი პროცენტით დავიხარჯები, შევეცდები ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო და წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ.

fcdinamo.ge

ბათუმის “დინამო”უკრაინელებთან დამარცხდა

$
0
0

თურქულ შეკრებაზე მყოფბა ბათუმის “დინამომ” მორიგი ტესტ-მატჩი უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ ლუგანსკის “ზორიასთან” გამართა და დაძაბულ ბრძლაში დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს შეხვედრის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა უკრაინელთა მეკარე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

მატჩის ბედი კი 88-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ერთადერთი გოლი დმიტრი ხომჩენკოვსკიმ გაიტანა და “ზორიას” გამარჯვება მოუპოვა. გოლის გატანა დინამოელებს ამის მერე შეეძლოთ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ფიფიას დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია.

ბათუმელებმა აღნიშნულ მატჩში შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს:  ტაკიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, ტეტუნაშვილი, მაკარანი, გოგიტიძე, ადეიშვილი, თევდორაძე, კიკნაველიძე, ბაციკაძე, აბუსელიძე.

 

“ზუგდიდის”ორი ტესტი და ახალი ლეგიონერი

$
0
0

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ზუგდიდმა” უკანასკნელი ორი ტესტ-მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში ქართველებს რუსული “ტომის” ახალგაზრდულ გუნდთან სიახრულიას და ფარჯიკიას გოლებმა მოუტანეს გამარჯვება.
მეორე მატჩი კი, რომელშიც ზუგდიდელები ბულგარულ “მონტანას” შეხვდნენ, დარასელიას გუნდის მარცხით – 1:4 დასრულდა. “ზუგდიდის” მხრიდან ერთადერთი გოლი სამუშიამ 50-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა.

ასევე “ზუგდიდში” კიდევ ერთი პოტენციური ახალწევული გამოჩნდა. 23 წლის მონტენეგროელი ფორვარდი ჯორჯე კრკელიჩი ბოლოს მაკედონიის უმაღლესი ლიგის ბინადარ “ნაპრედოკში” თამაშობდა და 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა. კრკელიჩს ასევე საშობლოში და ისრაელში თამაშის გამოცდილება აქვს.

სეზონის განახლებისათვის მზადება ზესტაფონში გაგრძელდა

$
0
0

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. მიმდინარე სეზონის საგაზაფხულო ნაწილი ჩვენი გუნდისთვის 22 თებერვალს საშინაო მატჩით გაიხსნება – დიდთოვლობის გამო გადადებულ შეხვედრაში ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” უმასპინძლებენ.

თურქეთიდან ორიოდე დღის წინ დაბრუნებულმა მარგველებმა მზადება დღეს გააგრძელეს და შიდაქართლელებთან მატჩისათვის სწორედ საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. დღევანდელი ვარჯიში სასიამოვნო ამბით დაიწყო – გუნდის კაპიტან თეიმურაზ ღონღაძეს, რომელსაც გუშინწინ ქალიშვილი შეეძინა, ეს სიხარული მთელმა გუნდმა მიულოცა.

ზემოიმერლები სრული შემადგენლობით ვარჯიშობენ. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდთან ერთადაა სერბი გოლკიპერი ბოიან პავლოვიჩიც, რომელმაც გუშინ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

გამოყენებულია დავით ჩაფიჩაძის ფოტომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დილელების სპარინგი

$
0
0

თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა გუნდმა დღეს გორში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე „დილა 2“-თან პირველი სპარინგი გამართა.

მიუხედავად ძლიერი ქარისა, მატჩი საინტერესო გამოდგა და მრავლად იყო მომენტები. პირველ ნახევარში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ერთმანეთს სახიფათოდ უტევდა, თუმცა გოლამდე საქმე არ მისულა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გაეყარნენ.

მეორე ტაიმში სტადიონზე მყოფმა მაყურებელმა ოთხი გოლი იხილა. 51’-ე წუთზე კორღალიძემსაჯარიმოში მიიღო ბურთი და მახვილი კუთხიდან გახსნა ანგარიში. მეორე და მესამე ბურთიბერიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ორივეჯერ პირისპირ გასულმა შეძლო მეტოქის კარის აღება, ხოლო ბოლოს ახალკაცმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით წერტილი დასვა ამ შეხვედრაში.

 

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, გურეშიძე, რაზმაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კოშკაძე, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ლეგაშვილი, გოგინაშვილი, ქარქუზაშვილი, ხიზანეიშვილი, კანდელაკი, გოროზია, კორღალიძე, ბოლქვაძე, ახალკაცი, სირბილაძე, ბერიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.

გოლები: კორღალიძე (51’) 1:0, ბერიაშვილი (58’, 67’) 3:0, ახალკაცი (74’) 4:0.

 

„დილას“ პრესსამსახური

ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ჟურნალი წარადგინა

$
0
0

დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი, ყოველთვიური ჟურნალის – “NUMBER ONE” – პრეზენტაცია.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ეს  სოციალური პროექტია და ჟურნალი გაყიდვაში არ იქნება. ახალი ნომრები საფეხბურთო კლუბებს, გულშემატკივრებს და საფეხბურთო სკოლებს უსასყიდლოდ დაურიგდებათ.

პრიორიტეტული იქნება ქართული ფეხბურთი და ფეხბურთის ფედერაციის ახალი და მიმდინარე პროექტები. ჟურნალის მიზანია, რომ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.

“გაგრამ”ფოთის “კოლხეთს”მოუგო

$
0
0

„შატილის“ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა. ფოთელები დუშეთში გადიან შეკრებას და საკმაოდ მოტივირებულები თამაშობდნენ. „გაგრასგან“ განსხვავებით, ფოთელებმა პირველი ტაიმი ე.წ. „პირველი გუნდით“ იასპარეზეს, ხოლო მეორე ნახევარში სხვა შემადგენლობით ითამაშეს.

„გაგრამ“ მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მალე ფოთელთა კარში პენალტი დაინიშნა. რამიშვილმა კარგად ითამაშა, შევიდა მეტოქის საჯარიმოში, წააქციეს და პენალტი რატი ცაცკრიალაშვილმა გოლად აქცია. გარდა ამისა, „გაგრას“ ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მეკაე ილია მაღრაძის კარის დალაშქვრა ვერ შეძლეს. ფოთელები შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შექმნეს მეტ-ნაკლები ხიფათი.

მატჩის მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება ფოთელებმა მას შემდეგ შეძლეს, რაც „გაგრას“ მცველებმა შეცდომა დაუშვეს და ახლო მანძილიდან დალაშქრეს კარი.

თუმცა “გაგრას” ფეხბურთელებმა მალევე შეძლეს გამარჯვების მომტანი გოლის გატანა – დასარტყმელ პოზიციაზე ღირდალაძე გავიდა, მაგრამ კარში დარტყმის ნაცვლად ქუსლით უკან ჩინებული პასი გაუკეთა ნიჟარაძეს, რომელმაც მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა.

„გაგრამ“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

რეჭია, ხარაბაძე, გადრანი, ზაურ ქარდავა, ჭაბუკიანი (კაპიტანი), ნოზაძე, ცაცკრიალაშვილი, მოსიაშვილი, ნიჟარაძე, რამიშვილი, ღირდალაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სიჭინავა, გაბესკირია, მუსელიანი, მჭედლიშვილი.


დინამო 2–მა შახტარის დუბლები დაამარცხა

$
0
0

დღეს თურქულ ბელექში შეკრებაზე მყოფმა დინამოს მეორე გუნდმა მორიგი სპარინგ მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა ამკარის 6:0 დამარცხების შემდეგ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. თბილისელებმა დონეცკის შახტარის დუბლშემადგენლობას ორი უპასუხო ბურთით აჯობეს. მატჩის მე–12 წუთზე ანგარიში გუნდის კაპიტანმა ბიძინა მახარობლიძემ გახსნა. მეორე გოლი კი, დონეცკელებს შეხვედრის 70–ე წუთზე  მიხეილ ჯიშკარიანმა გაუტანა. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ შახტარი 2:0 დაამარცხა.

შემდეგ სპარინგ მატჩს თბილისელები 24 თებერვალს პეტერბურგის ზენიტის დუბლშემადგენლობის წინააღმდეგ გამართავენ.

დინამო 2: მიგინეიშვილი, გურეშიძე, ლოჩოშვილი, ბაჩიაშვილი (ჯაფიაშვილი 71), სამხარაძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, დიასამიძე (ჯიშკარიანი 53), მახარობლიძე (წილოსანი 87), ლობჟანიძე (ვოლკოვი 82), ზივზივაძე (ერისთავი 75)

გოლები: 1:0 მახარობლიძე 12’  2:0 ჯიშკარიანი 70’

fcdinamo.ge

 

“საბურთალო”რუსებს დაუპირისპირდება

$
0
0

თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” გეგმაზომიერად აგრძელებს თურქულ შეკრებას. ჩვენი გუნდი ხვალ რუსეთის მეორე ლიგის წარმომადგენელ “დოლგოპრუდნის” შეხვდება, რის შემდეგაც 3 კვირიანი შეკრება დასრულდება. ხვალინდელი მატჩის დაწყების ზუსტი დრო ამ წუთისთვის საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი, თუმცა წინასწარი შეთანხმებით ქართულ-რუსული დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

როგორც “საბურთალოს” ტექნიკურმა დირექტორმაკახა კაშიამ გვითხრა, ვარჯიში განაახლა ჯიმი ტაბიძემ, რომელსაც ხელის ტრავმა ჰქონდა. მომჯობინდა და სავარაუდოდ ხვალინდელ მატჩში განაცხადში იქნება გიორგი ხორხელი. უკეთ გრძნობენ თავს ჩაბრაძე და ლორენცო, რომლებსაც ასევე მცირე ტრავმები აწუხებდათ. რაც შეეხება ზურაბ მენთეშაშვილს, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ასპარეზობა “დოლგოპრუდნისთან” გამორიცხულია.
ჩვენი გუნდი თურქეთიდან 23 თებერველს წამოვა და დედაქალაქში ორშაბათს იქნება.

fcsaburatlo.ge

ბათუმის “დინამომ” 14:0 მოიგო

$
0
0

თურქულ შეკრებაზე ბათუმის “დინამომ” მორიგი ტესტ-მატჩი გამართა. ამჯერად ბათუმელთა მეტოქე ნორვეგიული “ვან ვინგი” იყო. მატჩი “დინამოელთა” გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა – 14:0.

გოლები ფიფიამ (4), აბუსელიძემ (3), ბაციკაძე (3), სიხარულიძემ (2), თევდორაძემ და გოგიტიძემ გაიტანეს.

დინამომ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:  თებიძე, ჟვანია, ტეტუნაშვილი, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, ვარშანიძე, მაკარიანი, აშბა, ჭკუასელი, ფიფია, სიხარულიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: გოგიტიძე, მუჯირი, ქორიძე, ადეიშვილი, აბუსელიძე, ბაციკაძე.

დინამოს დუბლებმა ბენდელას თასი მოიგეს

$
0
0

დღეს საბურთალოზე, ბენდელას სტადიონზე ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის XXIII გათამაშება დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დინამო თბილისის დუბლშემადგენლობა და უმაღლესი ლიგის ბინადარი– ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. მატჩი თავიდან ბოლომდე ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. პირველ ტაიმში თითო რეალური მომენტი ქონდა ორივე გუნდს, თუმცა მატჩის ნახევარი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ დინამოელების სწრაფ შეტევას მეტოქის დაჯარიმება მოჰყვა და შეროზიას კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც არჩილ მესხმა უზადოდ შეასრულა 1:0. მიღებული გოლის შემდეგ ვეტერინარებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 65 წუთზე ვიტელთა კაპიტანმა– გიორგი გეთიაშვილმა აღადგინა წონასწორობა 1:1. შეხვედრის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია. თერთმეტმეტრიანი დარტყმები კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ბრწყინვალედ შეასრულეს (4:2) და ბენდელას თასი ზედიზედ მეორედ დინამოს საკუთრება გახდა.

გუნდურ ჯილდოსთან ერთად დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც დაისაკუთრეს:

საუკეთესო მეკარედ დასახელდა – ლევან შოვნაძე

საუკეთესო თავდამსხმელი – საბა კვერნაძე

მაყურებლის სიმპატია – თენგიზ კიტოვანი

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა – არჩილ მესხი

 

დინამოს დუბლები 1:1 ვიტ ჯორჯია (4:2 პენალტებში)

გოლები: 1:0 ა. მესხი 55 (პენ)’  1:1 გეთიაშვილი 65’

დინამოელთაგან ოთხივე პენალტი ზუსტად დაარტყა: მათიაშვილმა, ვეკუამ, არჩილ მესხმა და ნემსაძემ.

ვიტ ჯორჯიის შემადგენლობიდან ზუსტად შეასრულეს პენალტები: ლობჯანიძემ და კახელეიშვილმა. მჭედლიშვილმა კარს ააცილა, ხოლო გეთიაშვილის დარტყმული შოვნაძემ მოიგერია.

დინამოს დუბლები: შოვნაძე, მარაქველიძე, თევზაძე, ნემსაძე, გურეშიძე, კიტოვანი, კვერნაძე, მაჭავარიანი, კობახიძე, ა. მესხი, ც. მესხი

(მათიაშვილი, მურუსიძე, კახნიაშვილი, ვეკუა, კაციტაძე, გალდავაძე, ხარებაშვილი)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მჭედლიშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, საბაძე, მაისურაძე, წყაროზია, ღიბრაძე, კორიფაძე, სიჭინავა, ლობჯანიძე

fcdinamo.ge

“ზესტაფონისთვის”სეზონი ცხინვალელებთან გადადებული მატჩით განახლდება

$
0
0

შაბათს, 22 თებერვალს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის პირველ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის მეჩვიდმეტე ტურის უამინდობის გამო გადადებულ შეხვედრაში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკს” დაუპირისპირდებიან.

ქალაქ ცხინვალის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბებთან “ზესტაფონის” პირველ დაპირისპირებას 2005-2006 წლების საფეხბურთო სეზონში ჰქონდა ადგილი – მაშინ იმერლებმა ორჯერ (2-0; 3-1) უმაღლეს ლიგაში იმ პერიოდში მოასპარეზე “ცხინვალი” დაამარცხეს. რაც შეეხება უშუალოდ ცხინვალის “სპარტაკს”, ამ კლუბის წინააღმდეგ მარგველებმა პირველად 2007-2008 წლების სეზონში იასპარეზეს.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ცხინვალის “სპარტაკს” ერთმანეთში 16-ჯერ უასპარეზიათ: 10 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა (აქედან 6-ჯერ 3 და მეტი ბურთის სხვაობით), 4 დასრულდა ფრედ, 2 კი მოიგეს ცხინვალელებმა. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ – 40:16.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მარგველთაგან ცხინვალელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილსა და ჯაბა დვალს დაუმწუხრებიათ – ორივე ექს-ზესტაფონელის ანგარიშზე 9-9 გატანილი გოლია. რატი წინამძღვრიშვილსა და შოთა გრიგალაშვილს კი “ზესტაფონის” მაისურით ასპარეზობისას “სპარტაკის” კარი 4-4-ჯერ აქვთ აღებული …

ცხინვალის “სპარტაკთან” შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ოთო გოშაძე –მეკარე ყველა ასაკობრივ ნაკრებში

$
0
0

ის ერთ-ერთი გამორჩეულია თავის თაობაში. საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებისა და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ კარის დარაჯი - ოთო გოშაძე ამბობს, რომ ნაკრებში სათამაშოდ მას დამატებითი სტიმული არ სჭირდება, რადგან ნაკრების მაისურის ტარება უკვე დიდი მოტივაციაა.

ოთო ბავშვობიდან „საბურთალოში“ თამაშობს…

ოთო გოშაძე: „ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ფეხბურთზე. სკოლაში, შესვენებებზე სულ ვთამაშობდით. ერთხელ, ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა მითხრა, სადმე გუნდში რომ მიხვიდე და სცადო, კარგი იქნებაო და მამაჩემმაც „საბურთალოს“ სკოლაში მიმიყვანა. პირველი ერთი წელი თავდამსხმელად ვთამაშობდი, მაგრამ ყოველთვის ყველაზე მაგარი და მნიშვნელოვანი ტიპები ისინი მეგონა, ვინც კარში იდგა და ხელთათმანი ეკეთა. ერთხელაც, ერთ თამაშში კარში ჩამაყენეს. იმ დღეს გოლი არ გამიშვია და იმის მერე, კარიდანაც აღარ გამოვსულვარ. ჩემი პირველი ტურნირი იყო „ვაკის თასი“, სადაც ცხოვრებაში პირველი პრიზი – საუკეთესო მეკარის ჯილდო ავიღე.“

-         საკმაოდ პატარა ასაკიდან ასაკობრივ ნაკრებებში ხარ… როდის „იგრძენი“ ნაკრების ფორმა და ის პასუხისმგებლობა, რაც ამ ყველაფერს თან ახლავს?

-         პირველად გამომიძახეს „არველაძის ფონდის“ მიერ გაკეთებულ ნაკრებში და წავედით ამსტერდამში, საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მონაწილეობდნენ „ჩელსის“, „აიაქსის“, „ალკმაარის“, „ინტერის“ ბავშვთა გუნდები. ისეთი პატარები ვიყავით, რომ ვერც აღვიქვით, სად და რატომ მივდიოდით. ამ ტურნირზე, მე და ნიკუშა ადეიშვილი გავხდით საუკეთესო მეკარეები და პრიზი ედგარ დავიდსმა გადმოგვცა.

მერე, 13-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ვიყავი რიგაში, საერთაშორისო ტურნირზე. ამ დროს უკვე სხვა განცდები მქონდა და ბევრად მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ნაკრების ფეხბურთელის სტატუსს. ჰიმნზე დგომა ისეთი რამაა, რაც არ უნდა ვეცადო, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ… რიგის ტურნირი ჩვენ მოვიგეთ და მაშინ მივხვდი, რა იყო საქართველოს ნაკრებში თამაში.

საერთოდ, ნაკრები ჩემთვის ყველაზე მაღლა მდგომი თემაა. კლუბში თამაშს სხვა დატვირთვა აქვს. ნაკრებში კი, შენი ქვეყნის სახე ხარ, მის ღირსებას და სახელს იცავ. ნაკრებში მე დამატებითი სტიმული არ მჭირდება, რადგან მისი მაისურის ტარება უკვე დიდი მოტივაციაა. ვერაფერი შეედრება იმას, რომ თამაშობ საკვალიფიკაციო ეტაპს, ელიტრაუნდს, ევროპის ჩემპიონატს…

-         გამორჩეული მომენტებიც გავიხსენოთ… მაგალითად, მე არასდროს დამავიწყდება 2012 წლის ნოემბერში, გიორგი დევდარიანის 17-წლამდე ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში – შოტლანდიასთან სახე რომ დაიზიანე და დაბინტულმა თამაში მაინც ბოლომდე რომ ჩაამთავრე…

-         კი, ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო. შოტლანდიასთან თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო, თორემ, ელიტრაუნდზე ვერ გავდიოდით. მეორე ტაიმის დასაწყისში 1:0 ვიგებდით და ერთი-ერთზე გამოსულ თავდამსხმელს ჩავუწექი და ბურთი ავაცალე. მისი ფეხი კი, სახეში მომხვდა. ისე დამიბუჟდა ყველაფერი, ტკივილს კი არა, ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. რაც არ უნდა მომსვლოდა, ვერც წარმომედგინა, რომ მოედანს დავტოვებდი და არც შემცვალეს მწვრთნელებმა, ბოლომდე მენდნენ. მერე და მერე დამეწყო ტკივილები, მაგრამ ისე არა, რომ ვერ გამეძლო. საბოლოოდ, 3:0 მოვიგეთ და ელიტრაუნდშიც გავედით.

ყველაზე ცუდად კი, ალბათ, ავსტრიაში გამართული ელიტრაუნდი მახსენდება… ბოლო თამაშში, ავსტრიასთან. პირველი გოლი ჩემი ბრალი იყო და საბოლოოდ, ერთი ბურთი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, 1:2 წავაგეთ. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. კარგა ხანს ვერ მოვინელე…

აი, წელს კი, დიდი შანსები გვაქვს, რომ არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი გვქონდეს და ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. ელიტრაუნდები ჩვენთვის უდიდესი გამოცდილებაა. ეროვნულ ნაკრებამდე ისე მიდიხარ, რომ უკვე ყველა დონეზე, ყველანაირ მეტოქესთან გაქვს ნათამაშები.

-         ოთო, შენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პლიუსად თერთმეტმეტრიანებში დამაჯერებელ თამაშს მიიჩნევენ. ამაზე საგანგებოდ მუშაობ?

-         გიორგი დევდარიანის ნაკრებში მეკარეების მწვრთნელია ირაკლი ბალაძე. ვარჯიშების შემდეგ ვრჩებოდით და პენალტებზე ვვარჯიშობდით; თავის გამოცდილებას მიზიარებდა და უამრავ დეტალში მარკვევდა. თავისებური ტაქტიკა ამასაც აქვს. ანუ მნიშვნელოვანია ფეხბურთელის დგომა, როგორ უდგას ბურთს, როგორ ემზადება… ყველაფერი გასათვალისწინებელია. პენალტებში ლოგიკა ძალიან მნიშვნელოვანია; მთლად გამართლებაზეც არაა, როგორც ბევრს ჰგონია.

-         ვინ არის შენი საყვარელი პარტნიორი მოედანზე? ვის ენდობი ყველაზე მეტად?

-         მოედანზე ყველაზე მეტად ჯიმი ტაბიძეს ვენდობი. მისი იმედი ყოველთვის მაქვს. დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის მოედანზეც და მის გარეთაც. ვთვლი, რომ ჯიმი დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა ახალგაზრდა მცველებს შორის. გამორჩეულ მოთამაშეებად მიმაჩნია ლუკა ზარანდია, დათო ჯიქია, ნიკა ჭანტურია… ნიკასნაირი კაპიტანი და გუნდის ნამდვილი ლიდერი ბევრ ნაკრებს არ ჰყავს და ლუკა ზარანდიას ჩაგდებული თამაში არ მახსოვს. ჩემი აზრით, 95, 96 და 97-იანები ის თაობაა, რომელიც ქართული ფეხბურთის პრესტიჟს აღადგენს და საქართველოში გამარჯვებას დააბრუნებს.

-         ელიტრაუნდები უკვე კარს მოგვადგა… რას ფიქრობ და პროგნოზის გაკეთება თუ შეგიძლია?

-         ელიტრაუნდები ჩვენთვის უდიდესი გამოცდილებაა. 17-წლამდელთა ელიტრაუნდზე განსაკუთრებით ველოდები გერმანიასთან თამაშს. შარშან, გიორგი დევდარიანის ნაკრებში ყოფნისას, გერმანიას ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ და წავაგეთ. სწორედ, ასეთ გუნდთან უნდა გამოსცადო რეალურად შენი ძალები. ვთვლი, რომ პირველი მატჩი გადამწყვეტი იქნება.

რაც შეეხება 19-წლამდე ნაკრებს, იმედი მაქვს, ისევ გამომიძახებენ. 95-იანები საოცარი გუნდია, ყველასგან გამორჩეული და ხალხსაც განსაკუთრებულად უყვარს. საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, ვარჯიშზე ძელს თავით დავეჯახე და ნაკრებს ამიტომ გამოვაკლდი. ძალიან ძნელია ტრიბუნიდან ცქერა… თერთმეტჯერ მეტად ვნერვიულობდი. მინდოდა, მათთან ერთად მებრძოლა. არ ვარ მიჩვეული გარედან ყურებას. მინდა, მადლობა ვუთხრა ვასილ მაისურაძეს ნდობისთვის და იმედი მაქვს, ელიტრაუნდზე 19-წლამდელებთან ერთად ვიქნები. ჩვენი ნაკრები მე ამ ჯგუფის ფავორიტად მიმაჩნია. და არა მარტო ამ ჯგუფის. ეს ნაკრები თავის ასაკში ფავორიტია ევროპაში.

-         ოთო, შენ ახლა იწყებ პროფესიონალურ კარიერას და რას ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული იყო?

-         ჩვენი თაობა უკვე სხვა მენტალიტეტისაა. სხვანაირად ვფიქრობთ, ვგეგმავთ ჩვენს მომავალს, განსხვავებული მიდგომები გვაქვს… ამ მხრივ, ნაკრებებში ჩემი თანაგუნდელები გამორჩეულები არიან. წარმატებული კარიერა რომ გქონდეს, ფეხბურთი უგონოდ უნდა გიყვარდეს და სხვა არაფერზე ფიქრობდე. ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იშრომო, მომთმენი უნდა იყო და შენს დროს დაელოდო, რომელიც აუცილებლად მოვა. შრომა და თავდადება არასდროს დაგეკარგება.

ჩვენთან „თავში ავარდნის“ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ და ეს ქართველი ფეხბურთელების პირველი მტერია. თუ ეს დაგემართა, მარტო შენი ბრალია და სხვა არავისი. რაც არ უნდა გაქონ, შენზე წერონ, სიუჟეტები აკეთონ, ყურადღების ცენტრში იყო,  მაინც შენზეა დამოკიდებული – როგორ მიიღებ ამ ყველაფერს. ამასაც საქმიანად უნდა მიუდგე; ისევე, როგორც შენს პროფესიას. შენს ქვეყანაში რომ გიცნობენ, ეგ კარგია, მაგრამ არაა საკმარისი… შენი საქმე ისე უნდა აკეთო, რომ ყველამ დაგინახოს და გაგიცნოს.

-         შენს სამომავლო გეგმებსა და სურვილებზეც გვითხარი….

-         ჩემი მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია და იმედია, ნაბიჯ-ნაბიჯ, თავის დროზე მაქამდეც მივალ. ამაზე რომ ვფიქრობ, ისე შევდივარ ემოციებში, მგონია, უკვე მოედანზე ვარ…

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერ წასვლას არ ვჩქარობ. თან, სრულწლოვანიც არ ვარ. ევროპაში თამაშები ახლაც ბევრჯერ მიწევს, ნაკრებების შემადგენლობაში. ჩვენს ასაკში მთავარია გქონდეს მაქსიმალური სათამაშო პრაქტიკა და „საბურთალოში“ მე ეს მაქვს.

ჩემმა ძმამ წელს დაამთავრა კრუიფის ინსტიტუტი და გახდა საფეხბურთო აგენტი. ასე რომ, ის ყველაფერში დამეხმარება. მინდა, დასაწყისისთვის გერმანიის ან ჰოლანდიის სკოლა გავიარო. ისე, ჩემი ოცნებაა პრემიერლიგა…

 

სფფ-ის პრესსამსახური

 

„დილამ“ ახალწვეულები წარადგინა

$
0
0

როგორც რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, დღეს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა თურქული შეკრება შეაფასა და ახალწვეული ფეხბურთელები წარუდგინა იქ მყოფ მასმედიის წარმომადგენლებს.
შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა რომელსაც აქვე გთავაზობთ

პირველ რიგში თურქული შეკრება რამდენად ნაყოფიერი იყო, იქ ჩატარებული თამაშებს როგორ შეაფასებდით.

„პირველ რიგში ყველას მადლობა მობრძანებისთვის. თურქულ შეკრებას რაც შეეხება, ვფიქრობ ნაყოფიერად გავიარეთ და იმ დროში რაც გვქონდა გუნდი ნორმალურად მოემზადა. რაც შეეხება თამაშებს, იყო ისეთ გუნდებთან დაგეგმილი, სადაც უნდა დაგვენახა და გამოგვესწორებინა გუნდში არსებული სუსტი მხარეები და უნდა გვენახე ის კარგი მხარე რაც მუშაობის შედეგად იყო მიღებული და არ ავირჩიეთ ისეთი მეტოქეები, სადაც ჩვენ უპირატესობა გვექნებოდა, ვინაიდან ჩვენ თუ გვაქვს მიზანი რომ ვითამაშოთ უეფას ტურნირზე, უფრო მეტად გვაინტერესებს ისეთი გუნდები, რომლებიც სხვა ჩემპიონატებიდან მიაღწევენ საკვალიფიკაციო ეტაპებს და მათთან მოგვიწევს შეხვედრა. ამიტომ რომ შეგვერჩია ისეთი კლუბები, სადაც გამარჯვებას ადვილად მივაღწევდით არ წაადგებოდა ჩვენს განვითარებას.
რაც შეეხება თამაშების შედეგებს, რათქმაუნდა, ყველას უხარია და უნდა მოგება, მაგრამ ეს მარცხები ტრაგედია არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ იქ ყველა ფეხბურთელი გამოვცადეთ თითქმის ყველა თამაშზე და ვფიქრობ, თვითონ ეს შეკრების პროცესი არ არის მოგება წაგებაზე, იქ ყველა გუნდი ჩადის იმისთვის რომ მოემზადოს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და უარყოფით-დადებითი მხარეები. მთავარია ჩვენ დავინახეთ გასაკეთებელი რა არის, ფეხბურთელებმაც იციან თუ გავედით უეფას ტურნირზე დაახლოებით რა ძალებთან მოგვიწევს შერკინება.
მაინც არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. მანამდე ჩემპიონატია ჩასამთავრებელი, სადაც სატურნირო მდგომარეობა დაძაბულია და ყველამ ვიცით რომ არცერთ გუნდს ვინც ზედა ექვსეულშია იოლი გასეირნება არ ექნება და ყველა გუნდს აქვს შანსი იმ ზონაში მოსახვედრად, რომელიც ევროპაზე გადის. ასე რომ ძალზედ რთული გზა არის გასავლელი და ის კონტიგენტი რაც გუნდში გვყავს, ვფიქრობ მზად არიან ამ მიზნის მისაღწევად.“

ამ ეტაპზე ალბათ გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეთამაშებაა. ანტალიური შეკრებიდან გამომდოინარე როგორ მოახერხა გუნდმა შეთამაშების მიღწევა, რა დონემდეა მისული ეს ყველაფერი?

„დაახლოებით გუნდიდან წავიდა 15 ფეხბურთელი, აქედან 10-11 ფეხბურთელი წარმოადგენდა გუნდის ძირითად ბირთვს და დაახლოებით ამდენივე მოთამაშე დავიმატეთ. გეტყვით, რომ პირველი გუნდური ვარჯიში ჩავატარეთ 23 იანვარს. ერთი თვეც არ არის გასული, ამიტომ ვფიქრობ რა დონის შეკრებაც არ უნდა გაიაროს გუნდმა არ არის საკმარისი. სასტარტო შემადგენლობაში დაახლოებით 2-3 ფეხბურთელია რომელიც ძველი გუნდიდან დარჩა, რაც ძალიან გვირთულებს საქმეს. აქ არის სულ სხვა სამუშაო ჩასატარებელი და ჩვენ ყველანი ვეცდებით რომ მაქსიმალურად გამოვასწოროთ გუნდში არსებული პრობლემები. გეტყვით, რომ შეთამაშების პრობლემა ნამდვილად არის, ეს ჩატარებულ შეხვედრებზეც გამოჩნდა და ყოველდღე მიდის ამ მხრივ მუშაობა და ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება.“

მარცვალაძეზე მინდა გკითხოთ. მისი საკითხი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო რომ რჩებოდა, თუ უბრალოდ ვარჯიშობდა და სხვა გუნდში აპირებდა წასვლას?

„გეტყვით როგორც იყო. მარცვალაძე ჩვენ თურქულ შეკრებაზე შემოგვიერთდა და თუ არ გამოუჩნდებოდა რომელიმე მსურველი კლუბი მაისამდე ჩვენთან დარჩებოდა, მაგრამ გამოუჩნდა და წავიდა.
მე მინდა ყველა იმ ფეხბურთელს, რომელმაც დატოვა გორის „დილა“ წარმატება ვუსურვო ახალ კლუბებში და ასევე ამ ახალწვეულებს მინდა წარმატება ვუსურვო. რისი საშუალებაც გვქონდა ის მოთამაშეები დავიმატეთ და მჯერა, რომ ყველა ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს. ასევე მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც დღითიდღე ვითარდებიან და მათი რიცხვიც ნელ-ნელ იზრდება.“

,,დილაში” ახალწვეულები შემდეგი ნომრებით ითამაშებენ: ვახტანგ კვარაცხელია (№11), სერგი ორბელაძე (№15), ლევან კორღალიძე (№2), გიორგი ბერიაშვილი (№9), გურამ გურეშიძე (№47), ლუკა რაზმაძე (№7), ნიკოლოზ ჯიშკარიანი (№5), კობა შალამბერიძე (№13), ალექსანდრე კოშკაძე (№22), დავით რაჟამაშვილი (№10), გივი ქარქუზაშვილი (№19), თენგო წიქარიძე (№8), ნოდარ ნოზაძე (№6).

შეგახსენებთ, რომ ხვალ 14:00 საათზე ქუთაისში გაიმართება დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი „ტორპედოსა“ და „დილას“ შორის.

„დილას“ პრესსამსახური


ფეხბურთი ბრუნდება

$
0
0

ზამთრის პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის თასის გათამაშებით გვიბრუნდება. 1/4 ფინალურ შეხვედრებს დღეს საქართველოს ოთში ქალაქი უმასპინძლებს. 

 

ტორპედო – დილა 

ქუთაისი, “ცენტრალური” 14:00

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლებს ქუთაისი. ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და მეორე ეტპანს ისინი ფაქტობრივად სხვა შემადგენლობით ხვდებიან. განსაკუთრებით ეს ქუთაისურ კლუბზე ითქმის. “ტორპედოდან” ვისოლის წასვლის შემდეგ ფეხბურთელების დიდი უმრავლესობაც წავიდა. თუმცა, ქუთაისელებმა საკმაოდ კარგი შევსებაც მიიღეს და რაც მთავარია “ტორპედოს” სათავეში გამოცდილი რევაზ ძოძაშვილი ჩაუდგა.

წამყვანმა მოთამაშეებმა “დილაც” დატოვეს, თუმცა გორელებმა გამოცდილი ქართველი ფეხბურთელებით მიიღეს შევსება. ბუნებრივია, რომ 12 ახალწვეულს შეთამაშებისთვის დრო დასჭირდებათ.

 

სიონი – ჩიხურა

თბილისი, “მიხეილ მესხი” 14:00

ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. “სიონმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ტესტ-მატჩებში კარგი შედეგი აჩვენა. სეზონის დასაწყისს ბურდულის გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.

“ჩიხურამ” ბიუჯეტის დაგვიანებით დამტკიცების გამო, უცხურ შეკრებაზე წასვლა ვერ მოახერხა და ადგილობრივ პირობებში ემზადებოდა. შესაძოა, ამან გარკვეული დაღი დაასვას საჩხერელთა ასპარეზობას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ იმერული კლუბმა საკადრო თვალსაზრისით საკმაოდ ნორმალური შევსება მიიღო. ხმალაძის და კვარაცხელიას გამოცდილა “ჩიხურას” ნამდვილად წაადგება.

 

შუქურა – მერანი

ქობულეთ, “ჩელე არენა” 14:00

თასის გათამაშებაში შემორჩენილი ერთადერთი პირველლიგელი საკუთარ მოედანზე უმაღლესის აუტსაიდერს მიიღებს.
აღსანიშანვია, რომ “მერანს”, პირველად ამ სეზონში, მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელი ზურაბ იონანიძე გაიყვანს. წარსულში წარამტებული ფეხბურთელის მთავარი მიზანი მარტივლური კლუბის გადარჩენა იქნება.

პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “შუქურა” საკმაოდ მოტივირებული ხვდება ამ მატჩს. ქობულეთელებს ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყვათ. თანაც საქარველოში ერთხელ უკვე დაფიქსირდა პირველი ლიგის ბინადარი კლუბის სათასო წარმატება, რაც “შუქურას” გულშემატკივარსა და მოთამშეებს სტიმულს მატებს.

 

მეტალურგი – დინამო თბილისი

რუსთავი, “ფოლადი” 14:00

სათასო ბატალიების ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართება, სადაც ერთმანეთს განახლებული “მეტალურგი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაახალგაზრდავდა. თუმცა, თ რუსთაველთა შემთხვევაში ეს ფინანსური პრობლემებით იყო გამოწვეული, “დინამში” გადახალისება კლუბის ახალი ინიციატივა და მომავალზე გათვლილი გეგმა იყო.

ორივე გუნდმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში და სავარაუდოდ ფეხბურთელები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები სეზონის მეორე ნაწილისთვის.

თასის მატჩები ლოგიკური შედეგებით დასრულდა

$
0
0

დღეს საქართველოს ოთხ ქალაქში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მატჩები გაიმართა. შეხვედრები ლოგიკური შედეგებით დასრულა. “დინამომ” რუსთავში ადგილობრივ “მეტალურგს” ორი უპასუხო გოლი გაუტანა და საპასუხო მატჩის წინ კარგი ფორა მიიღო.  ”მიხეილ მესხზე” “სიონმა” და “ჩიხურამ” მეორე ტაიმში თითო გოლი გაცვალეს. ქუთაისში “ტორპედომ” გორის “დილას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. ქობულეთში კი, ადგილობრივმა “შუქურამ” მარტვილის “მერანი” მიიღო და უგოლოდ გაეყარა.


სიონი 1-1 ჩიხურა 

გოლები: ლობჯანიძე 54′ (1:0); ხმალაძე 72′ (1:1)

ტორპედო 1-2 დილა

გოლები: კვახაძე 36′ (0:1); კორღალიძე 83′ (0:2); კვერნაძე 90′ (1:2)

მეტალურგი 0-2 დინამო

გოლები: ჩისკო 71′ (0:1); ძარია 90′ (0:2)

შუქურა 0-0 მერანი

მეტალურგი 0:2 დინამო

$
0
0

დღეს რუსთავში საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მეტალურგმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი მალხაზ ჟვანიას გუნდის  გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა თბილისელებმა ვერ მოახერხეს ანგარიშის გახსნა. მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა და ორივე კართან შეიქმნა სახიფათო მომენტები. 71- ე წუთზე მოედნის ცენტრში ვუოსა და ჩისკოს აქტიურობის შედეგად მეტალურგის ფეხბურთელებმა დაკარგეს ბურთი, რასაც დაახლოებით 40 მეტრიდან ჩისკოს შესანიშნავი დარტყმა მოყვა, რომელიც შერმადინის კარში ულამაზესი გოლით დაგვირგვინდა. ცოტახანში მეტალურგის ფეხბურთელებმა გაუშვეს ხელიდან რეალური შანსი. მატჩის ბოლო წუთზე დინამოელებმა ზედიზედ ორჯერ გაითამაშეს კუთხური, რომელსაც მეორე გოლი მოყვა რუსთაველთა კარში. საფინალო ანგარიშის ავტორი- ირაკლი ძარია გახდა.

საპასუხო შეხვედრა დინამო არენაზე 20 მარტს გაიმართება.

მალხაზ ჟვანია: ვულოცავ ჩვენს ქომაგს გამარჯვებას. მართალია ეს შეხვედრა მოვიგეთ, თუმცა წინ კიდევ მეორე შეხვედრაა. პირველი თამაში იყო სეზონში და გუნდს ნერვიულობა ეტყობოდა. თამაშიც მძიმედ წარიმართა, რასაც მოედანმაც დაასვა დაღი.

 

ვარლამ კილასონია: მივულოცავ დინამოს. მართალია საპასუხო თამაშიც დარჩენილია, თუმცა მეტოქეს უკვე დიდი უპირატესობა აქვს. ჩემი გუნდი არ იმსახურებდა ამ ანგარიშს. უკეთ ჩავატარეთ მეორე ტაიმი, მაგრამ ოსტატობამ თავისი გააკეთა. ოსტატობამ, რომელიც ზუსტად აკლია ჩემს გუნდს.

 

 

მეტალურგი 0:2 დინამო

გოლი: 0:1 ჩისკო 71’  0:2 ძარია 90+3’

გაფრთხილება: სეთურიძე 53’ იანსე 87’

მეტალურგი: ბედიაშვილი (შერმადინი 40), დობროვოლსკი, ჩირგაძე, სეთურიძე, ქავთარაძე, მახვილაძე, ჩიმაკაძე (ვასაძე 65), საჯაია, კილასონია, ტვილდიანი (გოგინაშვილი 84), გიგაური

დინამო: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ცინცაძე, ჯანელიძე (გორგიაშვილი 60), მერებაშვილი (გლიშიჩი 80), კვირკველია, გოგა (ვუო 60), იანსე, ჩისკო, გველესიანი, ძარია

მსაჯი: გიორგი ვადაჩკორია

მეტალურგი 0:2 დინამო


fcdinamo.ge

“ზესტაფონმა”“სპარტაკს”აჯობა

$
0
0

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის გადადებულ მატჩში “ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “სპარტაკი” მიიღო და 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმის 31-ე წუთზე მასპინძლები დიმიტრი ტატანაშვილმა დააწინაურა. 58-ე წუთზე ზესტაფონელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რენე ფერეირა დოს სანტოსმა სხაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მესამე გოლი “სპარტაკის” კარში “ზესტაფონის” კიდევ ერთმა ახალწვეულმა, გიორგი ფანცულაიამ, 83-ე წუთზე გაიტანა.

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, რენე ფერეირა, ჭელიძე, გურული, შარიქაძე (გრიგალაშვილი 87′), კუხიანიძე, დოლიძე (ფანცულაია 72′), გეწაძე (ჭანკოტაძე 65′), საბანაძე, ტატანაშვილი

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი (ცერცვაძე 62′), შონია, პარუნაშვილი, ჩაფიძე (ხიზანეიშვილი 75′), თექთურმანიძე (მეტრეველი 81′), თუხარელი, ეხვაია.

გოლები: ტატანაშვილი 31′ ; რენე ფერეირა 58′ ; ფანცულაია 83′

ჩისკოს სუპერ-გოლი რუსთავის “მეტალურგის”კარში

$
0
0

22 თებერვალს, საქართველოს თასზე, რუსთავის “მეტალურგმა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, პირველი გოლი ესპანელმა თავდამსხმელმა ჩისკო მუნიოსმა გაიტანა.

Viewing all 5622 articles
Browse latest View live